2018 წლის 11 აპრილს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო, მომავალ სტუდენტებს შეხვდა და სასწავლო გარემო დაათვალიერა. ამავე დღეს კოლეჯის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიაც გაიმართა. წელს პირველად პროფესიული განათლების სისტემაში, სპეციალური მანტია მოირგო 5 პროფესიული საგანმათლებლო პროგრამის (ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი, სტილისტი და მზარეული) კურსდამთავრებულებმა.
კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს კოლეჯის დირექტორმა ნონა ღუდუშაურმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილმა.