2018 წლის 23 თებერვალს
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა
სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯის „მერმისი“
პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდეგნილი იყო 11 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროცესის დროს შექმნილი ნამუშევრები. მათ შორის სამკერვალო ნაწარმი, ნაქარგობა, ეროვნული სამოსი და შესაბამისი აქსესუარები, ფეხსაცმლისა და ტყავის, თექის, გობელენის, ბატიკის, ქვილთის, შიბორის, ხის, მინანქრის ნამუშევრები და პოლიგრაფიული ნაწარმი, “სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტის (გენერალისტი)“ სპეციალობის სტუდენტების მიერ ინოვაციურ ლაბორატორიაში (Fablab) შექმნილი ნამუშევრები.
გამოფენაზე ცალკე კუთხე დაეთმო ,,სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში კოლეჯის „მერმისი“ მიერ განხორციელებული შრომითი უნარების კურსის მიმდინარეობის დროს შექმნილ ნამუშევრებს.
ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კოლეჯის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ტრენინგ კურსის „მემინანქრე“ სწავლების დროს მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრები.
გამოფენა გაგრძელდება 2 მარტის ჩათვლით.