სსიპ პროფესიულ კოლეჯში "მერმისი" ჩატარდა გასაუბრება ინკლუზიური პროფესიული განათლების ორი სპეციალისტისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. კანდიდატების შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე მოხდა აპლიკანტთა საბუთების გადარჩევა, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდა გასაუბრება პროფესიულ საკითხებზე. გასაუბრების შედეგად შეირჩა ერთი კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტის თანამდებობაზე.