18 დეკ

პროექტის დასრულება

 

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ დასრულდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისმიერ დაფინანსებული პროექტი პროფესიული განათლება - დასაქმებისაკენ მიმავალი უმოკლესი გზა, რომლის მიზანიც იყო სოციალურად დაუცველი პირების, მარტოხელა მშობლების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრების და სხვა სამუშაოს მაძიებელ პირთა მომზადება/გადამზადება მათი შემდგომი დასაქმების მიზნით. 

 

    2017 წლის 14 დეკემბერს ტრენინგ კურსებზე ჩარიცხული მსმენელებისათვის გაიმართა დასკვნითი გამოცდა,  რომელსაც ესწრებოდნენ კოლეჯის დირექტორი ნონა ღუდუშაური, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის  განათლების პროგრამების განყოფილების უფროსი გოგი ჩიქოვანი, მონიტორინგის განყოფილების უფროსი დავით კაჭარავა,  შპს „ელსელემას“ დირექტორი ელგუჯა მამასახლისი და ფინანსური მენეჯერი თეონა საბანაძე, შპს „დიდი დიღომის“, შპს „მოდელების სახლი მატერიას“, შპს „ჯი ენ ესის“და შპს „ევროტექსის“წარმომადგენლები, სადაც წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდნენ.

    აღნიშნული პროექტის ფარგლებში „სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის“ ტრენინგ - კურსზე გადამზადდა 45 პირი, ხოლო „სავალი ნაწილის ტექნიკოსის“ ტრენინგ- კურსზე - 15 პირი.