15 ნოე

მიღება

 

 

2017 წლის საშემოდგომო მიღებაზე კონკურსში გამარჯვებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!!!

 

 

კოლეჯში "მერმისი" საბუთების მიღება დაიწყება 16 ნოემბერს და გაგრძელდება 24 ნოემბრის ჩათვლით.

 

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

 

ა) პირადი (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

 

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტუდებელი დოკუმენტის ასლი);

 

გ) 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;

 

დ) საბაზო (სრული) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნოტარიალურად დამოწმებული ასლი) ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი (ნოტარიალურად დამოწმებული ასლი), რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო (სრული) ზოგადი განათლების მიღების გარეშე.

 

 

 

სიახლეები

ვაკანსია

5 ნოემბერი 2025

საბუთების მიღება

5 ნოემბერი 2025

ვაკანსია

3 ნოემბერი 2025

განათლება

30 ოქტომბერი 2025

ვაკანსია

24 ოქტომბერი 2025