24 ოქტ

საგამოცდო ბარათები

 

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში ,,მერმისი"

დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!!!

 

 

საგამოცდო ბარათის მისაღებად მობრძანდით კოლეჯში

28 ოქტომბრამდე.

 

    კოლეჯის დირექტორმა ნონა ღუდუშაურმა მსმენელებს მიულოცა ტრენინგ კურსებზე სწავლის დაწყება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ცინაძე, განათლების პროგრამების განყოფილების უფროსი გოგი ჩიქოვანი, ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კანდელაკი, შპს „ელსელემას“ დირექტორი ელგუჯა მამასახლისი, შპს „ელიტმოტორსის“ დირექტორი ზვიად ანთელიძე, შპს „მოდელების სახლი მატერიასა“ და შპს „ევროტექსის“ წარმომადგენლები.

   პროექტის „პროფესიული განათლება - დასაქმებისაკენ მიმავალი უმოკლესი გზა“ მიზანია სამუშაოს მაძიებელთათვის, მომსახურების სფეროს (სამკერვალო და ავტოტექმომსახურება) მიმარულებით, ტრენინგ-კურსების (მოკლევადიანი პროგრამა) შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, შრომის ბაზარზე კონკურენტუნრიანი კადრების არსებობას, მოქნილი და მოკლევადიანი პროგრამების სისტემის ჩამოყალიბებას, სოციალური პარტნიორობის განვითარებას.

   აღნიშნული პროექტის ფარგლებში კოლეჯში „მერმისი“ გადამზადდება მოკლევადიან ტრენინგ-კურსზე „სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი“ – 45 ბენეფიციარი, ხოლო „სავალი ნაწილის ტექნიკოსის“ ტრენინგ კურსზე - 15 ბენეფიციარი. პროექტის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი პირები, მარტოხელა მშობლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები და სხვა სამუშაოს მაძიებელი პირები, რომელთაც შეუსრულდათ 18 წელი, აქვთ საბაზო განათლება, ორიენტირებულები არიან განივითარონ პროფესიული უნარები შემდგომში დასაქმების მიზნით.