სსიპ პროფესიული კოლეჯმა ”მერმისი” 2012 წლის 2 ოქტომბერს ფუნქციონირება დაიწყო ევროპული სტანდარტებით აშენებულ ახალ შენობაში, სადაც არის ყველა პირობა იმისათვის, რომ მოამზადოს კვალიფიციური კადრები და შეივსოს შრომის ბაზარი კვალიფიციური კონტიგენტით.
სსიპ პროფესიული კოლეჯი ”მერმისი” არის მრავალპროფილიანი და გასცემს სახელმწიფო დიპლომს. კოლეჯში "მერმისი" არის სწავლების მაღალი დონე და კვალიფიციური პედაგოგები.
კოლეჯში ფუნქციონირებს საბიუჯეტო და ფასიანი სწავლების სექტორი. საბიუჯეტო სექტორზე შეღავათებით სარგებლობენ სოციალურად დაუცველი პირები.