📣📣📣 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში სსიპ კოლეჯი „მერმისი“ აცხადებს მიღებას მოკლევადიან პროგრამებზე.
🔴🔵 პროექტი „პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა” ითვალისწინებს პანდემიით დაზარალებული ქ. თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის პროფესიული უნარების განვითარების გზით სოციალურ ინტეგრაციასა და დასაქმების ხელშეწყობას.
🔴🔵 ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
✅ქ. თბილისში რეგისტრაცია;
✅საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
✅მინიმალური ასაკი 18 წელი;
✅რეგისტრაციის მსურველმა პირებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ პანდემიის პერიოდში სამსახურის დაკარგვის ან/და სახელმწიფოს მიერ გაცემული ფინანსური დახმარების (200 ლარის ოდენობით) მიღების დამადასტურებელი ცნობა.
მოკლევადიანი პროგრამების ჩამონათვალი:
✅ სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი
✅ელექტრიკოსი
✅ტყავის აქსესუარების კერვა
✅ მზარეული
✅ ფილამწყობი
✅ ქალის ტანსაცმლის კონსტრუირება
✅კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების საშუალებით რიცხვით პროგრამული დანადგარების მართვა (CNC, ლაზერული ჭრის დანადგარი)
✅პურფუნთუშეულის დამზადება
✅ძრავის კვების სისტემის დიაგნოსტიკა და სერვისი
✅ ხეზე მხატვრული კვეთა (ხელით)
🔴🔵 ყველა მოკლევადიან პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა არის ორი თვე, ხოლო „ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების“ მოკლევადიან პროგრამაზე სამი თვე. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
🔴🔵 პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:
✅პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
✅1 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
✅საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი;
✅უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
🔴🔵 რეგისტრაციის ვადები: 2020 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად.
🔴🔵 სწავლა დაიწყება 2020 წლის 15 ნოემბერს.
მის: ქ. თბილისი, გურამიშვილის ჩიხი 9 ა
032 2-14-76-63; 032 2 14-78-87
ვაკანსია
წინა სიახლემემორანდუმი
შემდგომი სიახლე