20 მაისი

სწავლა

სსიპ კოლეჯშიმერმისისწავლის მსურველთა საყურადღებოდ!!!

 სსიპ კოლეჯიმერმისი20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით აცხადებს რეგისტრაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

კულინარიის ხელოვნება - ხანგრძლივობა 15 თვე - პირველი ცვლა 

ძრავას შეკეთება - ხანგრძლივობა 10 თვე - პირველი ცვლა
 ვებტექნოლოგიები - ხანგრძლივობა 27 თვე - პირველი ცვლა
  ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება - ხანგრძლივობა 19 თვე - მეორე ცვლა
სამკერვალო წარმოება - ხანგრძლივობა 18 თვე - პირველი ცვლა
 თმის მომსახურება - ხანგრძლივობა 11 თვე - პირველი და მეორე ცვლა
 ელექტროობა - ხანგრძლივობა 9 თვე - მეორე ცვლა
 თექის დამზადება - ხანგრძლივობა 15 თვე - მეორე ცვლა
 მომინანქრება - ხანგრძლივობა 11 თვე - პირველი ცვლა
 ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერ - ხანგრძლივობა 11 თვე - მეორე ცვლა
 საოფისე საქმე - ხანგრძლივობა 11 თვე - მეორე ცვლა
 მხატვრული ქსოვა - ხანგრძლივობა 15 თვე - მეორე ცვლა

 

🔴🔵 შენიშვნა: რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.
კოლეჯში ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა მიმდინარეობს ყოველდღიურად, კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღეში 6 საათი. პირველი ცვლა იწყება 09:30 საათზე, ხოლო მეორე ცვლა – 15:30 საათზე.


ლექციებზე დასწრება ყველა პროფესიული სტუდენტისათვის სავალდებულოა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის დროს.

 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ვებ გვერდზე: vet.emis.ge

ონლაინ რეგისტრაციის გზამკვლევი: https://vet.emis.ge/resource/manual-new.pdf?fbclid=IwAR0D8ub3CpZMYmK80nGgmMFUY55bB8VukgMp_4HsswUQMD3E3-DxPJclP9Y

📌 პრეტესტი ჩატარდება 31 აგვისტოს!
📌 მისაღები გამოცდა ჩატარდება 1 სექტემბერს!

🔴🔵 ყველა სპეციალობებზე სწავლის დაწყებისთვის აუცილებელია, აპლიკანტს ქონდეს საბაზო განათლების ატესტატი. საოფისე საქმის სპეციალობებზე სწავლისათვის საჭიროა ზოგადი განათლების ატესტატი.
 ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს დაეუფლოს სასურველ პროფესიას, შესაძლებლობა ეძლევა, სრული სახელმწიფო დაფინანსებით მიიღოს პროფესიული განათლება;

📌  ყველა სპეციალობის კურსდამთავრებული მიიღებს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს, ხოლო „ვებტექნოლოგიების“ სპეციალობის კურსდამთავრებული – სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს, რაც საშუალებას მისცემს სურვილის შემთხვევაში სწავლა გააგრძელოს უმაღლეს სასწავლებელში.

🔴🔵 საკონტაქტო ინფორმაცია: თბილისი, გურამიშვილის ჩიხი 9
2 14 76 63; 2 14 78 87 

 

გადმოწერა

სხვა სიახლეები | მიღება