6 მარ

მიღება

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“

 

პროფესიული გადამზადების  მოკლევადიანი კურსები თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის

პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის პროფესიული უნარების განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებასდა დასაქმების ხელშეწყობას.

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • ქ. თბილისში რეგისტრაცია;
  • საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მინიმალური ასაკი 18 წელი;
  • გასაუბრება დარგის სპეციალისტთან;

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.

კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
  • საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის დედანი ან/და ასლი;
  • უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

 

პროგრამის  კურსდამთავრებულებზე  გაიცემა  ორენოვანი სერტიფიკატი!

ყველა სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის ორი თვე, ხოლო „ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების“ მოკლევადიან პროგრამაზე სამი თვე. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

 

სპეციალობები:

 

  1. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი
  2. ტყავის აქსესუარების კერვა
  3. მზარეული
  4. სტილისტი (ქალი)
  5. ფილამწყობი
  6. ქალის ტანსაცმლის კონსტრუირება
  7. კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების საშუალებით რიცხვით პროგრამული დანადგარების მართვა (CNC, ლაზერული ჭრის დანადგარი)
  8. ელექტრიკოსი
  9. ძრავის კვების სისტემის დიაგნოსტიკა და სერვისი

 

 

პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, ასევე კოლეჯში ადგილზე, მის:  დ. გურამიშვილის ჩიხი N 9/ა; ტელ: 2 14 78 87; 577 504 474

 

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა

 

რეგისტრაციის ვადები: 09 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით

გადმოწერა

სხვა სიახლეები | ტრენინგ კურსი