25 დეკ

ჯილდო

     მიმდინარე წლის 21 დეკემბერს სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“ „2018 წლის საუკეთესო პარტნიორის ტიტულით“  დაჯილდოვდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ. კოლეჯის დირექტორს ნონა ღუდუშაურს საპატიო ჯილდო და სიგელი გადაეცა.
    აღსანიშნავია, რომ კოლეჯი „მერმისი“აქტიურად არის ჩართული „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში და ახორციელებს შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მათი შემდგომი დასაქმების მიზნით.

სხვა სიახლეები | წარმატების ისტორიები