12 ოქტ

ღია კარის დღე

 

2017 წლის საშემოდგომო მიღებაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!!!!

 

ღია კარის დღე გაიმართება

                            კოლეჯში „მერმისი“ 

 

პარასკევს, 13 ოქტომბერს, 12 საათზე.

 

    ღია კარის დღის ღონისძიებაზე პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საშუალება ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პროფესიული პროგრამების, რეგისტრაციის, პროფესიული ტესტირებისა და ჩარიცხვის შემდგომი პროცედურების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ. სტუმრები გაეცნობიან პროფესიული ტესტების ნიმუშებს და მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.

      დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ კოლეჯის ინფრასტრუქტურა, შეაფასონ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები (მაგალითად, მემინანქრე, ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი, ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი, თექის ოსტატი, ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი, დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი და სხვ.). ასევე დაესწრონ წარმატებული კურსდამთავრებულების მიერ შესრულებულ მასტერკლასებს და შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია შემდგომი დასაქმების შესახებ.