საკონტაქტო ინფორმაცია

მეილი: mermisicollege@gmail.com

ტელეფონი: 2 14 78 87

პროფორიენტაცია:

პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურს აქვს კონსულტირება და გასაუბრება აპლიკანტებთან და სტუდენტებთან (მათ შორის არა მხოლოდ პროფესიულ კოლეჯებში, არამედ, სკოლებში, ასევე მოსახლეობაშიც).

ვაცნობთ მათ ჩვენი კოლეჯის სასწავლო პროგრამებს პროფესიების აღწერით და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების წარმოჩენით, ვაწოდებთ ინფორმაციას პროფესიული კოლეჯის სასწავლო პროგრამების შესაბამისობაზე ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

ვატრებთ ინდივიდუალურ კონსულტაციებს, რაც მოიცავს პიროვნების შესაძლებლობებისა და თავისუფლებების, სოციალურ-დემოგრაფიული მონაცემების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მონაცემთა ბაზაში შეტანას, შრომის ბაზრის მოთხოვნების გაცნობას, პიროვნებასთან ერთად პროფესიული სასწავლო პროგრამის შერჩევას. ვახდენთ პიროვნების საჭიროებისა და მათი ინტერესების შესაბამისად სამუშაო მაძიებელთა პროფესიული სწავლების გადამისამართებას. ვატარებთ კონსულტაციებს ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვისაც ამის სურვილი გააჩნია. არაერთი კურსდამთავრებული ჩვენი რეკომენდაციით დასაქმდა პროფესიულ ობიექტებზე.

მუდმივად ვამყარებთ დამსაქმებელთან კონტაქტს, ვახდენთ პოტენციური და მიმდინრე ვაკანსიების მოძიებას და ვაწვდით ამ ინფორმაციას სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. ვუკეთებთ ორგანიზებას სტუდენტების სასწავლო და საწარმო პრაქტიკას, ვახდენთ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მონიტორინგს. შევქმენით საინტერესო პრეცენდენტი კურსდამთავრებულთა ჯგუფებად დასაქმებისათვის (მათთვის ახალი ბაზის მოწყობა).

კოლეჯი "მერმისის" პროფორიენტაციისა და კარიერის სამსახური ფლობს ინფორმაციას ყველა სიახლეზე და მისი რეალიზაციის შესაძლებლობებზე, რაც სრულ შთაბეჭდილებას უქმნის დაინტერესებულ პირს პროფესიული არჩევანისას. კოლეჯის სტუდენტებს საწყის ეტაპზევე აქვთ საშუალება მიიღონ მრავალმხრივი კონსულტაციები. პროფკონსულტაცია ეხმარება ახალგაზდებს და ზრდასრულებს შორის ბაზრის ანალიზში და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში. სტუდენტებთან ამ საკითხების ანალიზი განსაკუთრებულ აზრს იძენს სწავლის პერიოდშვე და ეხმარება მათ შორის ბაზრის ლაბირინთებში მოძრაობას.

კოლეჯ "მერმისის" სტუდენტებს აქვთ კარგად ორგანიზებული სასწავლო-საწარმოო პრაქტიკა ისეთ ობიექტებზე როგორიცაა: ავტოსერვისები; შპს "მათე მოტორსი", დიდი-დიღომი", თეგეტა მოტორსი, "ჯი-თი მოტორსი", ”მშენებელი".თ.ზ", კორპორაცია "მსუბუქი მრეწველობა", ბამბუკის კომპანია "ამმა" და ავეჯის კომპანია" იფანი". რესტორნები "თეთრი სახლი", "წისქვილი", ფაეტონი", ”კარაველა", ”კოსმოსი", "უშბა", ”ლევილი", ”ქაბაბის სახლი", "კრუიზი" და სხვა... სილამაზის სალონები, "შპს"მომვალი საუკუნე", სს ”ბაგრატიონნი 1882", "მაუდის სამკერვალო საწარმო "მატერია", შპს "სამოსელი პირველი" და სხვა...

კოლეჯ "მერმისის" სტუდენტების 10-15% ჯერ კიდევ პრაქტიკის პერიოდში იღებს შემოთავაზებებს დასაქმების თაობაზე. ამ მხრივ გამორჩეულია ისეთი კომპანიები, როგორიცაა: ავტოსერვისები'ასტრა დიღომი", "დიდი-დირომი", "ჯი-თი მოტორსი", შპს "მათე მოტორსი", კორპორაცია "მსუბუქი მრეწველობა ", კარაველა", "ფაეტონი და სხვა...

კოლეჯ "მერმისში" განხორციელებულია მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები, როგორიცაა USAID-ის დაფინანსებული პროექტები, რომლის კურსდამთავრებულები წარმატებით საქმდებიან სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში.

კოლეჯის ფუნქციონირებს ეროვნული სტანდარტებით აშენებული ახალ შენობაში, სადაც არის ყველა პირობა იმისათვის, რომ მოამზადოს კვალიფიციური კადრები და შეივსოს შრომის ბაზარი კვალიფიცირებული კონტიგენტით. კარიერისა და პროფორიენტაციის სამსახური აპლიკანტებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას უქმნის გაეცნოს პროფ-ორიენტაციულ მასალებს, ისარგებლონ ინტერნეტ რესურსებით და მოიძიონ სამსახური.