1 ნოე

მიღება მოკლევადიან პროგრამებზე

სსიპ კოლეჯი „მერმისი“

აცხადებს მიღებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში შემდეგ მოკლევადიან პროგრამებზე:

  • ტყავის აქსესუარების კერვა
  • მზარეული
  • ქალის ზედა ტანსაცმლის კონსტრუირება
  • კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების საშუალებით რიცხვით პროგრამული დანადგარების მართვა (CNC, ლაზერული ჭრის დანადგარი)
  • ძრავის კვების სისტემის დიაგნოსტირება და სერვისი

სწავლა დაიწყება 2021 წლის 20 ნოემბერს. მოკლევადიან პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა არის ორი თვე, კვირაში 3-4 დღე, დღეში 4-5 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

პროექტი „ისწავლე და დასაქმდი” ითვალისწინებს სამუშაოს მაძიებელ პირთათვის, პროფესიული უნარების განვითრების გზით, სოციალური ინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობას.

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • ქ. თბილისში რეგისტრაცია;
  • მინიმალური ასაკი 18 წელი;

რეგისტრაციის ვადები: 2021 წლის 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით.

რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად.

რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf8deidCFznc9ojD4EK6Mim74a4i3sFQwre5sD4dZLzRu0BpA/viewform?usp=sf_link

მისამართი: ქ. თბილისი, გურამიშვილის ჩიხი 9 ა

032 2-14-76-63; 032 2 14-78-87

სიახლეები

ვაკანსია

1 ნოემბერი 2021

ვაკანსია

1 ნოემბერი 2021

ვაკანსია

16 ოქტომბერი 2021

მიღება

7 ოქტომბერი 2021