14 ივლ

წარმატების ისტორია

ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ევროპის წამყვანი ფორუმი - ევროპული განვითარების დღეები (EDD), რომლის მიზანია იდეებისა და გამოცდილების გაზიარება, მიმდინარე წელს 18-19 ივნისს ბელგიაში, ქალაქ ბრიულესში გაიმართა. ევროპული განვითარების დღეები 2019-ის სათაური იყო „უთანასწორობის გამოსწორება: ააშენე მსოფლიო, რომელიც არავის არ ტოვებს უკან“.

 

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გამართული სესიის „ადგილობრივი საზოგადოების მნიშვნელობა: პროფესიული განათლების გამოცდილებიდან პოლიტიკამდე“ ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო სსიპ - კოლეჯი „მერმისი“.

კოლეჯის დირექტორმა ნონა ღუდუშაურმა სესიაზე დამსწრეებს პროფესიული განათლების გამოწვევებთან დაკავშირებით გაუზიარა გამოცდილება კოლეჯი „მერმისის“ მაგალითზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა კოლეჯის იურისტი დარეჯან გულაზიანი. სესიაზე ნაჩვენები იქნა ვიდეო რგოლი კოლეჯის საქმიანობის შესახებ.