7 აპრ

ვიზიტი

მიმდინარე წლის 6 აპრილს საქართველოს ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ირაკლი უჯმაჯურიძისა და სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“ დირექტორის ნონა ღუდუშაურის მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა კოლეჯის „მერმისი“  სტუდენტებთან, მათ შორის იყვნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული სტუდენტები.

 

   შეხვედრაში მონაწილეობდნენ ის დევნილი სტუდენტებიც, რომლებიც „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარები არიან. საზოგადოებრივი კოლეჯში „მერმისი“ ასეთი 10 სტუდენტი სწავლობს, რომლებსაც მგზავრობის ხარჯებს ან ბინის ქირის საფასურს დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო უნაზღაურებს.

 

სხვა სიახლეები | განათლება