9 სექ

ვაკანსია

სსიპ კოლეჯი „მერმისი“ აცხადებს ვაკანსიას საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებული ზოგადი მოდულების:

 

  1. კომუნიკაცია ქართულ ენაზე
  2. მათემატიკური წიგნიერება
  3. მოქალაქეობა
  4. მეწარმეობა
  5. მეცნიერება და ტექნოლოგიები

მასწავლებლების პოზიციაზე.

 

სამუშაო დატვირთვა განისაზღვრება პროგრამის სასწავლო გეგმისა და კოლეჯის შინაგანაწესის შესაბამისად.

 

აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:

https://drive.google.com/drive/folders/1kpKapuMVD2bHk5XbU4YbWvuW6IrdUbhk;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოდულები მიხედვით მასწავლებელთა შესარჩევად:

 

კომუნიკაცია  ქართულ ენაზე

მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

  • ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
  •  საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  •  ბაკალავრი სპეციალობით „ქართული ფილოლოგია“ (მასწავლებლობის უფლებით - გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა ან პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  •  მაგისტრი სპეციალობით „ქართული ფილოლოგია“ (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • ფილოლოგიის დოქტორი (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).

 

მათემატიკური წიგნიერება

მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

  • ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • ბაკალავრი სპეციალობით მათემატიკა (მასწავლებლობის უფლებით - გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • მაგისტრანტი სპეციალობით „მათემატიკა“ (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).

 

მოქალაქეობა

მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

  • ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე საგნების - „ისტორია“ და „სამოქალაქო განათლება“ -  სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კვალიფიკაცია (თუკი საგნობრივი გამოცდა მხოლოდ ისტორიაშია ჩაბარებული, სავალდებულოა გადამზადება სამოქალაქო განათლებაში);
  • ბაკალავრი სპეციალობით „ისტორია“ (მასწავლებლობის უფლებით - გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს) და გადამზადების კურსი სამოქალაქო განათლებაში;
  • მაგისტრი სპეციალობით „ისტორია“ (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკასა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • ისტორიის/სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).

 

მეწარმეობა

 

 

მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

  • ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე საგნის „გეოგრაფია“ სწავლების სამწლიანი გამოცდილება;  
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაცია (მოთხოვნილი იქნება გადამზადება სამოქალაქო განათლებაში);
  • ბაკალავრი სპეციალობით ეკონომიკური მეცნიერებები/ბიზნეს ადმინისტრირება/საზოგადოებრივი გეოგრაფია (მასწავლებლობის უფლებით -გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი და სამოქალაქო განათლებაში გადამზადების კურსი;  სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება   სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • მაგისტრი სპეციალობით ეკონომიკური მეცნიერებები/ბიზნეს ადმინისტრირება/საზოგადოებრივი გეოგრაფია  (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკასა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკასა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).

 

მეცნიერება

 

მოდული ოთხ კომპონენტს აერთიანებს (ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია და გეოგრაფია). პრიორიტეტი მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც ზემოჩამოთვლილთაგან ორი ან მეტი საგნის სწავლების კვალიფიკაცია აქვს.

 

მოდულის შესაბამისი კომპონენტის (ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია და გეოგრაფია) მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

  • სკოლაში საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე ფიზიკის და/ან ქიმიის და/ან ბიოლოგიის და/ან  გეოგრაფიის სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ფიზიკის და/ან ქიმიის და/ან ბიოლოგია და/ან გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • ბაკალავრი სპეციალობით ფიზიკა/ქიმია/ბიოლოგია/ფიზიკური გეოგრაფია (მასწავლებლობის უფლებით - გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/ პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • მაგისტრი სპეციალობით ფიზიკა/ქიმია/ბიოლოგია/ფიზიკური  გეოგრაფია (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • ფიზიკის/ქიმიის/ბიოლოგიის/გეოგრაფიის დოქტორი (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება), ან ექიმი/მედიცინის დოქტორი (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება).

განცხადების წარდგენის ვადა: 09.09.2019 – 18.09.2019

საბუთების მიღება იწარმოებს შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gov.ge; mermisicollege@gmail.com;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 2 14 76 63; 577 504140

 

 

სხვა სიახლეები | ვაკანსია