საკონტაქტო ინფორმაცია

მეილი: mermisicollege@gmail.com

ტელეფონი: 2 14 78 87

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის მერმისი მისია:

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,მერმისი“ მისიას წარმოადგენს ყველა საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, აგრეთვე მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების და ტრენინგ-კურსების განხორციელება (რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა).სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,მერმისი“ დასახული მისიის მისაღწევად უზრუნველყოფს: 

  • თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით;
  • ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე; ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
  • ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობას;
  • ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
  • ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას;
  • თანამშრომლობს საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
  • ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას;
  • ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.