Contact Info

Email: mermisicollege@gmail.com

Phone: 2 14 78 87; 2 14 76 63

კოლეჯის ისტორია :

2007 წლის 1 დეკემბერს გლდანი–ნაძალადევის რაიონში არსებული 4 პროფესიული სასწავლებლის

  1. თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული ლიცეუმის
  2. თბილისის სამშენებლო–სამხატვრო პროფესიული სასწავლებლის
  3. თბილისის ავტოსატრანსპორტო პროფესიული სასწავლებლის
  4. თბილისის ბუნებათსარგებლობის ლიცეუმის ბაზაზე შეიქმნა თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრი

ამ სასწავლებლებიდან უძველესი, თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული ლიცეუმი შეიქმნა 1964 წელს.

2008 წლის თებერვალში თბილისის მრავალპროფილიან პროფესიულ ცენტრს შეუერთდა თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯი, რომელსაც ჰქონდა მსუბუქი მრეწველობისთვის კადრების მომზადების ხანგრძლივი ისტორია.

2010 წლის დეკემბერში თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული ცენტრი გახდა წინამძღვრიანთკარის პროფესიული ცენტრის სამართალმემკვიდრე.

2011 წლის 11 მაისს თბილისის მრავალპროფილიან პროფესიული სწავლების ცენტრს ეწოდა პროფესიული კოლეჯი „მერმისი“.

2011 წლის 29 დეკემბერს პროფესიულ კოლეჯ „მერმისს“ შეუერთდა პროფესიული კოლეჯი „ბალავარი“.

2012 წლის 15 თებერვალს პროფესიულ კოლეჯ „მერმისს“ შეუერთდა პროფესიული კოლეჯი „მარგი“.

2012 წლის 2 ივლისს პროფესიულ კოლეჯ „მერმისს“ შეუერთდა პროფესიული კოლეჯი „პროფესიონალი“.

2014 წელს პროფესიულმა კოლეჯმა „მერმისი“ მოიპოვა საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი, რამაც საშუალება მისცა განეხორციელებინა მეოთხე და მეხუთე საფეხურის პროგრამები (ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება N23 29.08.2014).

2014 წელს კოლეჯმა გაიარა ავტორიზაცია 34 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2015 წელს კოლეჯმა დაიმატა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო-დოკუმენტის საფუძველზე შემნილი 10 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

2016 წელს - 5 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

2017 წელს - 4 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

2018 წელს - 3 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის N126/ნ ბრძანების საფუძველზე სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს  „მერმისი“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა – სსიპ კოლეჯი “მერმისი”.