22 დეკ

კონკურსი

 

გამოცადეთ თქვენი შესაძლებლობები, აღმოაჩინეთ თქვენი უნარების ძალა, მიიღეთ მონაწილეობა პროფესიული უნარების ეროვნულ შეჯიბრებაში!

 

   2017 წლის 18-19 იანვარს თბილისში ჩატარდება WorldSkills Georgia-ს რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრება ექვს პროფესიაში:

1. ვებდიზაინი 
2. გრაფიკული დიზაინი 
3. სამზარეულო საქმე 
4. სარესტორნო სერვისი 
5. საკონდიტრო საქმე 
6. საპარიკმახერო საქმე

 

WorldSkills Georgia-ს რიგით მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველებს 20 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად შეავსონ განაცხადი და დარეგისტრირდნენ WorldSkills Georgia-ს ოფიციალურ ვებგვერდზე www.worldskills.ge

 

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://eqe.gov.ge/geo/news/show/243/1315

ან ვებ გვერდზე: http://worldskills.ge/

სხვა სიახლეები | კონკურსი