12 ოქტ

ტრენინგი

კოლეჯში "მერმისი" დაიწყო ღია კარის დღეები. კოლეჯი მასპინძლობს ყველა მსურველს, ვისაც სურვილი აქვს გაეცნოს ჩვენთან არსებულ პროგრამებს, კოლეჯის ინფრასტრუქტურას, აინტერესებს სწავლის პროცესი. ღია კარის დღეების ფარგლებში კოლეჯს ესტუმრნენ სკოლა "21-ე საუკუნის" მოსწავლეები. მათ დაათვალიერეს კოლეჯი, პედაგოგების დახმარებით უშუალოდ ჩაერთვნენ სწავლის პროცესში და მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ნაკეთობების შექმნაში. სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ და ბევრმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, რომ მომავალში სხვადასხვა პროფესიას სწორედ ამ კოლეჯში დაეუფლება. კოლეჯი აგრძელებს ყველა დაინტერესებული პირის მიღებასა და მასპინძლობას.

სხვა სიახლეები | ტრენინგი