12 ოქტ

გასაუბრება

აცხადებს ვაკანსიას !!!

1. ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი - 2 ადგილი (იხ. დანართი1).

2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი - 1 ადგილი (იხ. დანართი2). დანართი N1
ვაკანსიის დასახელება: ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი
შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა პროფესიული განათლების მხარდაჭერა
კერძოდ:
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეკრუტირება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართვის მიზნით;
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა და მათი ოჯახების კონსულტირება პროფესიული განათლების სისტემაში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ, მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ცართვის პროცესში;
– საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემიდან პროფესიული განათლების სისტემაში გადამისამართების პროცესში;
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა შეფასება მათი პროფესიული ინტერესების, წინა პროფესიული უნარ–ჩვევების დადგენის მიზნით;
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფორიენტაციის განხორციელება კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთან და პროფესიული განათლების მასწავლებელთან ერთად;
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთათვის სასწავლო პროცესის და სასწავლო გარემოს მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით განსაზღვრა; ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება;
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთათვის სწავლისას და სამეწარმეო პრაქტიკისას ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო პროცესის და სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის კადრთან ერთად (პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, პროფესიულ მასწავლებლებთან, კარიერის დაგეგმვის სპეციალისტებთან და სხვ.);
– პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა და სხვა სპეციალისტთა კონსულტირება და მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა სწავლების პროცესში;
– მონაწილეობის მიღება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციებში ინკლუზიური განათლების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების დანერგვის პროცესში (შესაბამისი აქტივობები დაგეგმვა და უზრუნველყოფა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა, დამსაქმებელთა, სტუდენტთა შორის);
– პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციებში, დასაქმების ადგილებში, თემში ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის შესაბამისი აქტივობების ინიცირება, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესის მართვისას მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით და ეთიკური პრინციპების დაცვით მოქმედება;
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესის და განხორციელებული მხარდამჭერი აქტივობების დოკუმენტირება;
– პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება.
შენიშვნა:
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
პასუხისმგებლობის საზღვრები
– ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი ანგარიშვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ადმინისტრაციასთან,
– ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი ვალდებულია შეათანხმოს ყველა გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ადმინისტრაციასთან
– ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი ვალდებულია წარუდგინოს ყოველთვიური ანგარიში საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას და პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ადმინისტრაციას

სამუშაო პირობები
სარგო: 560 ლარი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი: სსიპ პროფესიული კოლეჯი „მერმისი“, მისამართი: 0178 თბილისი, გურამიშვილის 72 ბ;
დასაქმების ადგილის რაოდენობა: 2 ადგილი თბილისში.
სამუშაოს შესრულების პერიოდი: 2013 წლის სექტემბრიდან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სასურველი პროფესია: ფსიქოლოგი, სპეც.მასწავლებელი, ოკუპაციური თერაპევტი
სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი: მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, განათლების ან რომელიმე სხვა დაკავშირებულ სფეროში
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არა უმცირეს ორწლიანი გამოცდილება რეაბილიტაციის, განათლების და/ან ინკლუზიური განათლების სფეროში
მინიმალური კომპეტენცია: „საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“. ,,საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“ ,,პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (პროფესიული განათლების შუალედური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2009-2012 წლებისათვის), „ეროვნული სასწავლო გეგმა 2011–2016“, „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“
სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა
სხვა სპეციალური მოთხოვნები
– საჯარო სკოლებში, სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლებში, დღის ცენტრებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება,
– კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ფუნქციური, აკადემიური უნარების შეფასებისა
– კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის და განხორციელების
– კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეაბილიტაციის და/ან სწავლების
დამატებითი ინფორმაცია
უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს:
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის გამოცდილება პროფესიული განთლების მიღებისა და დასაქმების პროცესში;
– დამატებით აქვს პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია
– ავტობიოგრაფია
– სამოტივაციო წერილი
– სარეკომენდაციო წერილი დასაქმების ადგილიდან
– პირადობის მოწმობის ასლი
– განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომის ასლი)
– კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები
საბუთების მიღება წარმოებს შემდეგ მისამართზე: mermisicv@gmail.com
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 28 ივნისი


დანართი N2
ვაკანსიის დასახელება: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი
შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა: პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა მხარდაჭერა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების დროს, პანსიონში ცხოვრებისას და/ან სამეწარმეო პრაქტიკის განხორციელებისას
კერძოდ:
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დამოუკიდებელი ფუნქციონირების უნარების (მობილობა, კომუნიკაციის, თვით–მოვლის უნარები) შეფასება;
– პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და პრაქტიკის მიმღები ორგანიზაციის ფიზიკური გარემოს შეფასება, საჭირო ცვლილებების გეგმის შემუშავება;
– პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და პრაქტიკის მიმღები ორგანიზაციის ფიზიკური გარემოს ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით სტუდენტის დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის მიზნით;
– სამუშაო და სასწავლო მასალის ადაპტირება სტუდენტის სასწავლო და თვით მოვლის აქტივობებში დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის მიზნით;
– კომპლექსური ადაპტაციების შემთხვევაში რეკომენდაციების წარდგენა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წინაშე;
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო გარემოში და პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციაში დამოუკიდებლად ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან ერთად;
– განსაზღვრული მიზნების მიმართულებით ინტერვენციის განხორციელება: შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა უნარების გავარჯიშება საგანმანათლებლო გარემოში ადაპტირების მიზნით;
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერა (დახმარება) სასწავლო და პრაქტიკის პროცესთან დაკავშირებული აქტივობების და ყოველდღიური აქტივობების (მობილობა, ორიენტაცია, კვება, ჩაცმა–გახდა, ტუალეტი, კომუნიკაცია) განხორციელების პროცესში;
– პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის და სტუდენტის დამოუკიდებელი ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის განსაზღვრული (დავალებული) აქტივობების განხორციელება;
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა მხარდაჭერა მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით (პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელთან და ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან, მშობელთან) თანამშრომლობა ეთიკური პრინციპების დაცვით,
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა შეფასების, განხორციელებული ინტერვენციის და მხარდამჭერი აქტივობების დოკუმენტირება,
შენიშვნა:
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისში ორგანიზებულ 14 დღიან ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

პასუხისმგებლობის საზღვრები – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი ანგარიშვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ადმინისტრაციასთან;
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი ვალდებულია შეათანხმოს ყველა გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ადმინისტრაციასთან;
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი ვალდებულია წარუდგინოს ყოველთვიური ანგარიში საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას და პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ადმინისტრაციას.
სამუშაო პირობები
სარგო: 310 ლარი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი: სსიპ პროფესიული კოლეჯი „მერმისი“, მისამართი: 0178 თბილისი, გურამიშვილის 72 ბ.
ადგილების რაოდენობა: 1 ადგილი თბილისში.
სამუშაოს შესრულების პერიოდი: 2013 წლის სექტემბრიდან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სასურველი პროფესია:
სპეც. მასწავლებელი, ოკუპაციური თერაპევტი, სოც.მშაკი
სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი სოციალურ მეცნიერებებში, განათლების, რეაბილიტაციის ან რომელიმე სხვა დაკავშირებულ სფეროში
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არა უმცირეს ორწლიანი გამოცდილება სოც უზრუნველყოფის, რეაბილიტაციის, განათლების ან ინკლუზიური განათლების სფეროში. დაიშვებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან აღმზრდელად ან ძიძად მუშაობის გამოცდილების მქონე პირები.
მინიმალური კომპეტენცია: „საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“. ,,საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“ ,,პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (პროფესიული განათლების შუალედური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2009-2012 წლებისათვის), „ეროვნული სასწავლო გეგმა 2011–2016“, „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“
სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა
სხვა სპეციალური მოთხოვნები
– საჯარო სკოლებში, სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლებში, დღის ცენტრებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
– კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ფუნქციური უნარების შეფასებისა;
– კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის და განხორციელების;
– კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეაბილიტაციის და/ან სწავლების.
დამატებითი ინფორმაცია
უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს: – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის გამოცდილება პროფესიული განთლების მიღებისა და დასაქმების საქმეში
– აქვს პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია
– ავტობიოგრაფია
– სამოტივაციო წერილი
– სარეკომენდაციო წერილი წინარე დასაქმების ადგილიდან
– პირადობის მოწმობის ასლი
– განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომის ასლი)
– კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები

საბუთების მიღება წარმოებს შემდეგ მისამართზე: mermisicv@gmail.com
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 28 ივნისი

სხვა სიახლეები | განათლება