10 აპრ

2019 წლის საგაზაფხულო მიღება

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!!!

           

 პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე 8 აპრილს დაიწყება და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

             აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია გაიაროს როგორც სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ (მისამართი: თბილისი, გურამიშვილის ჩიხი 9 ა), ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე. არასრულწლოვან აპლიკანტს რეგისტრაციის დროს თან უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ასევე ონლაინ რეჟიმში ვებ გვერდზე vet.emis.ge
           რეგისტრაციის დროს გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ IV და V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაწყებისათვის აპლიკანტს უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, III საფეხურის პროგრამებზე სწავლისათვის საკმარისია საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი.

სწავლის მსურველთა ასაკი არ არის შეზღუდული. სწავლა ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით.

წარმოგიდგენთ 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე გამოცხადებულ პროგრამებზე სწავლის დაწყება-დასრულების დროს ცვლების მიხედვით:

I ცვლა (09:30-15:30 საათი)
1.თმის სტილისტი – 12 თვე
2. კონდიტერი – 14 თვე
3. კულინარიის ხელოვნება (მოდულური) – 16 თვე
4. კულინარიის ხელოვნება (დუალური) – 20 თვე

II ცვლა (15:30-21:30 საათი)

1. ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერი – 11 თვე
2. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი – 18 თვე
3. საოფისე საქმე – 10 თვე

შენიშვნა: რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე. 
კოლეჯში ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა მიმდინარეობს ყოველდღიურად, კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღეში 6 საათი.
ლექციებზე დასწრება ყველა პროფესიული სტუდენტისათვის სავალდებულოა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის პერიოდში.