12 მარ

შეხვედრა

      მიმდინარე წლის 15 იანვარს სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“ დირექტორი ნონა ღუდუშაური ბრიტანეთის საბჭოს პროექტის „პროფესიულ კოლეჯებში ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესება“ ფარგლებში შეხვდა ბრიტანელ ექსპერტს ალან მაკკენზის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სასტუმრო „ციტრუსის“ მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი თინათინ დოლიძე. ექსპერტმა სამუშაო შეხვედრა გამართა აგრეთვე კოლეჯის ინგლუსირი ენის პედაგოგებთან. ბრიტანელი ექსპერტის ვიზიტის მიზანი იყო ინგლისური ენის სწავლების პრობლემების კვლევა.
დასასრულს სტუმარმა დაათვალიერა კოლეჯის სასწავლო სახელოსნოები და მიიღო ინფორმაცია კოლეჯის საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.